მთავარისიახლეებიმსოფლიომარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვა, შესაძლოა, ევროპისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდეს

მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვა, შესაძლოა, ევროპისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდეს

Published on

მარიუპოლის სამშობიარო სახლისა და საავადმყოფოს დაბომბვა სარაკეტო დარტყმებით, შესაძლოა, ბოლო წვეთი აღმოჩნდეს ევროპისთვის, ისევე, როგორც ეს იყო მალაიზიური “ბოინგის” ჩამოგდების დროს ან სრებრენიცის კრიზისის დროს ბალკანეთში, – ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამ-არხზე პოლიტოლოგმა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ვლადიმირ პასტუხოვმა დაწერა. 

მისი თქმით, ეს ქმედება კარდინალურად შეცვლის რუსეთის სახელმწიფოსადმი ისედაც შეცვლილ დამოკიდებულებას:
“მას შემდეგ, რაც სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებული სამშობიარო სახლის კადრებს აჩვენებენ ყველა ქვეყნის პარლამენტში, რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ახალი ბარბაროსების წინააღმდეგ ომი დომინირებული თემა გახდება მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომელიც დასავური ელიტის ქმედებებსა და დამოკიდებულებას კარდინალურად შეცვლის”, – წერს პასტუხოვი. 
“ეს ის ბოლო წვეთია, რომელმაც, შესაძლოა, აავსოს ევროპელთა მოთმინების ფიალა და შეუქცევადი, რუსეთისთვის ძალიან ცუდი სცენარის ტრიგერად გადაიქცეს”, – ამატებს პოლიტოლოგი. 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...