მთავარისიახლეებიმსოფლიო"გამოდის, ჩვენ აქ უდანაშაულო ხალხს ვხოცავთ..." - ატირებული რუსი ტყვე დედას ურეკავს

“გამოდის, ჩვენ აქ უდანაშაულო ხალხს ვხოცავთ…” – ატირებული რუსი ტყვე დედას ურეკავს[video]

Published on

უკრაინაში ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცი რუსეთში დედას ურეკავს, რომელსაც უყვება, რომ ისინი უკრაინაში არა სამშვიდობო, არამედ საომარი მისიით ჩავიდნენ:

“დედა, მე ცოცხალი ვარ, კარგად ვარ, მაგრამ ტყვედ ამიყვანეს, ციხე მემუქრება, რადგან, როგორც იქ გვეუბნებოდნენ, აქ მშვიდობისმყოფელები კი არა, ოკუპანტები ვართ და მშვიდობიან ხალხს ვხოცავთ…”

დედა შვილის დამშვიდებას ცდილობს და ეუბნება, რომ ის დამნაშავე არ არის, რადგან ის არ ისროდა. 

“მართალია, მე არ მისვრია, მაგრამ მეც დამნაშავე ვარ, რადგან აქ ვარ”, – ამბობს ტყვე რუსი ჯარისკაცი ტირილით. 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...