მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ამ შემოსევის შედეგად, თითოეული ქართველის სიცოცხლე საფრთხეშია" - მიხეილ სააკაშვილი...

მიხეილ სააკაშვილი: ამ შემოსევის შედეგად, თითოეული ქართველის სიცოცხლე საფრთხეშია” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსების ჩამოსვლაზე

Published on

“ამ შემოსევის შედეგად, თითოეული ქართველის სიცოცხლე საფრთხეშია” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს და საქართველოში რუსების ჩამოსვლას ეხმაურება: 

მისივე თქმით, რუსების „შემოსევაზე“ რამდენიმე ხელისუფლების დეველოპერი მოითბობს ხელს, მაგრამ დანარჩენი ქართველებისთვის ბინის ფასები მიუწვდომელი გახდება.

„სრულად ვუჭერ მხარს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივას, რომელიც წამოვიდა საზოგადოებისგან. ოღონდ ამას სჭირდება ძალიან დიდი მობილიზაცია ქუჩებში და პარლამენტის შიგნითაც თუნდაც რუსების შემოსევის შესაჩერებლად და ასევე ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და რეპუტაციის გადასარჩენად. ასევე, ქვეყნის სრული იზოლაციის თავიდან ასაცილებლად, ამ მოთხოვნაზე უნდა დავითანხმოთ “ქართული ოცნების” რაღაც ნაწილი მაინც. ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია” –  წერს იგი.

,,ჩვენ მარტო მაშინ შევდგებით საბოლოოდ ერად, თუ “სილქნეტის” მეხსიერება არ გვექნება. ჰოდა, გადაახვიეთ ცოტა უფრო უკან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების მიმტაცებლების განცხადებებია და გაიხსენეთ, შემთხვევით იმ ქვეყნის მოქალაქეები ხომ არ შემოგვყავს უთვალავი რაოდენობით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის ქუჩებში გვდევნიდნენ, როგორც “лицо кавказскои национальнасти”, რომლითაც 2008-ში პირუტყვის გადასაყვანი თვითმფრინავებით გამოყარა მრავალი ათასი ქართველი და მათი ოჯახები. თუ ყველაფერი გავატარეთ და დავივიწყეთ – ელარჯი და მისი ჯანი.

ზუსტად ასევე, რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში ბელარუსის გავლით ოჯახებით ჩავიდნენ. ფოტოებსაც იღებდნენ. ხალხს უღიმოდნენ, ბორშს მიირთმევდნენ, მერე როცა ბრძანება მიიღეს, სამალავიდან იარაღი ამოიღეს და იმ ხალხს დაუშინეს, ვისაც გუშინ უღიმოდნენ.

ამ შემოსევის შედეგად, თითოეული ქართველის სიცოცხლე საფრთხეშია.

გარდა ამისა, არის კონკრეტული ზარალი.  დიდია ქართული ბანკების დასანქცირების, ქართველთა დანაზოგების გაქრობისა და საკრედიტო ბარათების დაბლოკვის ალბათობ აც. რუსეთში პროდუქტების გაგზავნაც შიდა ბაზარზე მათი ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს“,- წერს სააკაშვილი.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...