მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ფიფია უკრაინაში იბრძვის წართმეული ბავშვობისა და მშობლიური სახლისთვისაც, რომელსაც 2 წლისა...

ლევან ფიფია უკრაინაში იბრძვის წართმეული ბავშვობისა და მშობლიური სახლისთვისაც, რომელსაც 2 წლისა მოწყვიტეს

Published on

“ეს ჩვენი ომია! თუ უკრაინა დამარცხდება დამარცხდება საქართველოც”- აცხადებენ  უკრაინაში მებრძოლები. ქართველ ჯარისკაცებს ახლა უკრაინაში განსაკუთრებული მისია აქვთ. კიევში, რომლის აღებაც პუტინის სანუკვარი ოცნებაა, რუსეთის პრეზიდენტის შეგზავნილ დივერსანტებს ეძებენ და აკავებენ. 

ისინი“ტვ პირველს” უყვებიან, რომ რუსული და ბელორუსული პასპორტის მქონე დივერსანტების განეიტრალება მთავარი ამოცანაა ქუჩაში სამოქალაქო ტანსაცმელში ან უკრანული ჯარის უნიფორმაში გადაცმული დივერსანტები შეუმჩნეველი არ  დარჩეთ.

ლევან ფიფია ერთ-ერთია, ვინც ჩხრეკის ოპერაციას ატარებს. ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჰყავს შეყვანილი, რომლებიც საარტილერიო ცეცხლისთვის ნიშნავენ ადგილებს. 

ლევან ფიფიას ოჯახი აფხაზეთიდანაა, მისმა მშობლებმა ყველაზე კარგად იციან რას ნიშნავს რუსული სისასტიკე.

ირკვევა, რომ ლევანი 2 წლინახევრის იყო, მისი და ხუთის, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, შვიდი თვე ოჩამჩირეში, სოფელ ჯალში სრულ ბლოკადაში იყვნენ.

“საშიში მდგომარეობა გვქონდა. ყანაში ვაძინებდი ბავშვებს. ჩალას ვაფენდი ზევიდან. არაფერი გვქონდა. დილას სახლში ვბრუნდებოდით”- ამბობს ქართველი მეომრის დედა იზო ჩარგაზია. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრილი რუსული არმიის კადრებმა, აფხაზეთი გაახსენა, იქაც ყველაფერი ასე იყო.

“ძალიან ჰყავს ეს ყველაფერი იმას რაც გამოვიარეთ. სულ ვიყავით ჩემოდნებზე. სად მივდიოდით არ ვიცოდით. ეგრეა დღეს, საწყალი უკრაინა. ლევანი მომყავდა “კალიასკით”, თეა ფეხით. ისეთი სიმწარე გამოიარეს. იყო ზამთარი,  თოვლი,  ორი დღე-ღამე მოვდიოდით 18 ადამიანი”- იხსენებს ლევანის დედა.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც უკრაინას იცავს, დათო ქუქჩიშვილია. მებრძოლი “შაბათის ეთერს” უყვება, რომ უკან დახევას არ აპირებენ და ქალაქს ბოლომდე დაიცავენ.

“ქართველს უკან დახევა არ სჩვევია, და არც დავიხევთ სანამ შეგვეძლება. როცა ძალა გამოგველევა,  მერეზე მერე ვილაპარაკოთ. გაუძელით ყველამ”- ამბობს ის. 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...