მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინაში სადესანტო-მოიერიშე პოლკის მეთაური, რუსი პოლკოვნიკი მოკლეს

უკრაინაში სადესანტო-მოიერიშე პოლკის მეთაური, რუსი პოლკოვნიკი მოკლეს

Published on

უკრაინაში მიმდინარე შეტაკების დროს მოკლულია რუსეთის 247-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი კონსტანტინ ზიზევსკი.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მოხალისეთა რაზმის წევრები ერთერთ ვებგვერდზე ავრცელებენ. რაზმის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ოლგა ბუზულუკი წერს, რომ პოლკოვნიკმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, როცა ერთერთი მიმართულებით გარღვევის მცდელობას ხელმძღვანელობდა. 

პოლკოვნიკ ზიზევსკის პოლკი სტავროპოლშია დისლოცირებული და სამხრეთის სამხედრო ოლქში შედის. ეს პოლკი მე-7 გვარდიული სადესანტო-მოიერიშე დივიზიის შემადგენლობაშია. კონსტანტინ ზიზევსკი ამ პოლკს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...