მთავარისიახლეებიმსოფლიოკიევთან რუსული კოლონა გაანადგურეს, კრამატორსკის თავდაცვამ რაკეტა ჩამოაგდო

კიევთან რუსული კოლონა გაანადგურეს, კრამატორსკის თავდაცვამ რაკეტა ჩამოაგდო

Published on

კიევთან ახლოს, გორენიჩის დასახლებასთან, სადაც რუსი ოკუპანტები კიევისკენ გაჭრას ცდილობდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონა, სადაც დაჯავშნული საბრძოლო ტექნიკაც შედიოდა. 

კიევის ჩრდილო-დასავლეთით ამ დრომდე გრძელდება გააფთრებული შეტაკებები. რუსი ოკუპანტები ამ მიმართულებას განსაკუთრებული ძალებით უტევენ, მას შემდეგ, რაც 4 მარტს რესურსი შეივსეს. 

ამის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებიც კარგად არიან შეიარაღებული, ოკუპანტთა გეგმების ჩაშლას აგრძელებენ. შეტაკებები გრძელდება სხვა მიმართულებებზეც. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის სურვილის არქონაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ 18:00 საათიდან (თბილისის დროით 20:00 საათი) განახლდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომელიც, ვლ. პუტინის თქმით, უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებას ითვალისწინებს. 

ქალაქ კრემატორსკში ამ “განახლების” შედეგი უკვე იწვნიეს, თუმცა, რუს ოკუპანტებს ახლაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ: კრემატორსკისკენ გაშვებული ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ქალაქის ცენტრში უნდა ჩავარდნილიყო, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჰაერშივე გააუვნებელყო და ნაწილებად დაშალა. 

ქართველი მებრძოლების ალყაში მოქცევა და განადგურება არ დასტურდება – ნახეთ დეტალები

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...