მთავარისიახლეებიმსოფლიო"დავუშვათ, მხარეებმა "გაცვალეს" თითო ბირთვული დარტყმა..." - სარაკეტო ძალების ოფიცერი სასტიკ რეალობას...

“დავუშვათ, მხარეებმა “გაცვალეს” თითო ბირთვული დარტყმა…” – სარაკეტო ძალების ოფიცერი სასტიკ რეალობას აღწერს

Published on

წარსულში სარაკეტო ძალების ოფიცერი ვლადიმირ ბეკიში ამბობს, რომ იმ წლების შემდეგ, როცა ბირთვული იარაღი ერთერთმა მხარემ გამოიყენა (ხიროსიმა, ნაგასაკი), დიდი დრო გავიდა და ყველაზე ცუდი, რაც ცივილიზაციამ და დღევანდელმა რეალობამ მოიტანა, ისაა, რომ “ზოგიერთი რუსი ამხანაგის” მენტალიტეტში არსებობს თითქოსდა ანალიზზე დამყარებული მოსაზრება, რომ ბირთვული იარაღის მფლობელი ერთერთი მხარის მიერ ატომური ბომბის გამოყენება არც ისე საშიშია. 

ვლადიმირ ბეკიში აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანება, განსაკუთრებულ საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვული ძალების გადაყვანის შესახებ არ არის ამ სახის ბრძანების ბოლო საფეხური, რასაც იარაღის გამოყენება მოსდევს. მისი თქმით, წინ არის ბრძანება არსენალის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. 

ბეკიში ამბობს, რომ ასეთი ბრძანება – სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ მსოფლიოში სულ რამდენიმე იყო:

“ერთხელ ეს მოხდა კარიბის ზღვის კრიზისის დროს, მეორედ კი გასული საუკუნის 80-იან წლებში, ისრაელსა და არაბეთს შორის მდგომარეობის გართულების შემდეგ – სულ ეს არის, არც ისე ხშირად ხდებოდა”, – ამბობს წარსულში სარაკეტო ძალების ოფიცერი. 

ვლადიმირ ბეკიშის თქმით, ძალიან ცუდი ამ ყველაფერში ის არის, რომ ადრე ბირთვული იარაღის შიში უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლაა და ამ ეტაპზე რუსეთში ბევრი ბირთვული იარაღის გამოყენებაში რომელიმე მხარის მიერ რუსეთისთვის პრობლემას ვერ ხედავს: “დიდი ამბავია, ერთხელ აფეთქდება, ჩვენ გავაგრძელებთ არსებობას”, – ასე ახასიათებს ბეკიში რუსეთის მხარის მიდგომას იმ შემთხვევისთვის, თუ მხარეები თითო აფეთქებას “გაცვლიან” და შემდეგ ამ მოსაზრებას განავრცობს:

“დავუშვათ, რომ ერთმა მხარემ, პირობითად, რუსეთმა, 150 კილოტონის სიძლიერის ბირთვული რაკეტა გაუშვა ევროპისკენ, დავუშვათ, ბერლინში ჩამოაგდო. შემდეგ უკვე მეორე მხარემ, ვთქვათ, აშშ-მა ჩამოაგდო იგივე სიძლიერის ბირთვული რაკეტა მოსკოვში. ცნობისთვის: მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ხიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბი დაახლოებით 25 კილოტონის სიძლიერის იყო. 

რა მოხდება? განვიხილოთ დეტალურად, ჯერ ბერლინის მაგალითზე: ტოტალური განადგურების რადიუსი მინიმუმ, 8 კილომეტრია. ეს ნიშნავს, რომ ბერლინი და მისი შემოგარენი მომენტალურად ნადგურდება. მომენტალურად იღუპება 12-დან 15 მილიონ ადამიანამდე, შემდგომში, რადიოაქტიური დასხივების შედეგად, ერთი თვის განმავლობაში კიდევ ათეულობით მილიონი ადამიანი იღუპება. გერმანიის მოსახლეობა 67 მილიონია. ამ ერთადერთი ბირთვული დარტყმით გამოწვეულ ზარალს თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ რომ გერმანია – სახელმწიფო ევროპის ცენტრში, წყვეტს არსებობას, ნადგურდება. 

ახლა ვნახოთ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, აშშ იგივე ნაბიჯით უპასუხებს რუსეთს და, პირობითად, მოსკოვში ჩამოაგდებს იგივე სიძლიერის ბირთვულ რაკეტას? იგივე ხდება, რაც ბერლინში: დარტყმისთანავე, 8 კმ რადიუსში ნადგურდება ყველაფერი, მომენტალურად იღუპება 12-15 მილიონი ადამიანი, მომდევნო თვეებში კიდევ რამდენიმე ათეულობით მილიონი ადამიანი. და რა? გადავიტანთ დედაქალაქს ნოვოსიბირსკში ან ვლადივოსტოკში – ჩვენი მოსახლეობა 140 მილიონია, კიდევ დაიბადებიან, ასე რომ ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას და ბრძოლას, თქვენ კი აღარ არსებობთ! – აი, ასეთი მიდგომაა და ეს არის ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება იყოს ზოგიერთი რუსი ამხანაგის მენტალიტეტში”, – აცხადებს ვლადიმირ ბეკიში. 

შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინმა 26 თებერვალს გასცა ბრძანება რუსეთის ბირთვული არსენალის საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ. 

პუტინმა რუსეთის ბირთვული ძალები “მორიგეობის საგანგებო რეჟიმზე” გადაიყვანა

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...