შესაძლოა, რუსეთმა აირჩიოს სამხედრო მოქმედება და ეს სწრაფად მოხდეს – აშშ აცხადებს, რომ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო

0
329

აშშ-ის ოფიციალური პოზიცია უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით ამ დროისთვის უკვე ნათელი გახდა და ცნობილია, რომ თეთრი სახლი მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, უახლოესი საათების განმავლობაში დატოვონ უკრაინა. მსგავსი მოწოდებებით უკვე აშშ-ის მიბაძა ევროკავშირისა და ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ, მათი რიცხვი კი, ვინც ასეთი საგანგებო ზომების მიღებას აპირებს, ყოველწუთს იზრდება.

აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ვლ. პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და გადაწყვეტილება უკვე გადაუგზავნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება, ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს. როგორც ირკვევა, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიწოდა, დღეს ბაიდენმა საგანგებო შეხვედრაზე ევროკავშირის, NATO-ს, კანადის და ბრიტანეთის ლიდერებს. სწორედ ამიტომ იაპონია, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ევროკავშირი, ლატვია, სამხრეთ კორეა, ისრაელი და სხვა ქვეყჯები რიგრიგობით აცხადებენ, რომ საკუთარმა მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა სანამ ჯერ კიდევ არსებობს კომერიციული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შანსი. თავად აშშ-ის პრეზიდენტი თავდაცბისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაუდებელ შეხვედრას მართავს ვაშინგტონში. დეტალები დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დასრულების შემდეგ, ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანმა მედიასთან გამართა პრეს კონფერენცია. სადაც, მანდ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა უახლოესი 24-48 საათის განმავლობაში სასწრაფოდ დატოვონ უკრაინა, რადგან რუსეთს უკვე აქვს ყველა საშუალება უსწრაფესად დაიწყოს თავდასხმა უკრაინაზე, რომლის პირველი ეტაპი იქნება საჰაერო და სარაკეტო დაბომბვები, რასაც მოჰყვება სახმელეთო შეჭრა.

ამავდროულად, სალივანმა უარი განაცხადა განცხადების გაკეთებზე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პუტინმა მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება, თუმცა სალივამმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია შეიჭრას უკრაინაში ოლიმპიადის დასრულებამდე.

სწორედ ამიტომ სალივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, სანამ არსებობს შანსი კომერციული ტრანსპორტის გამოყენების დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა, მეტიც მისი თქმით აშშ-ის პრეზიდენტი ვერ ჩააგდებს საფრთხეში ამერიკელ ჯარისკაცებს უპასუხისმგებლო მოქალაქეების გამო, რომელთაც ახლა აქვთ შანსი დატოვონ უკრაინა.

”არსებობს ძალიან მკაფიო შესაძლებლობა, რომ რუსეთმა აირჩიოს სამხედრო მოქმედება და არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება მოხდეს საკმაოდ სწრაფ ვადებში, ახლა ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განსაზღვროთ დღე, ამ ეტაპზე, და ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ საათი.” განაცხადა სალივანმა.

წინა სტატიადასაკარგი დრო და სალონური საუბრების ფუფუნება არ გვაქვს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ
შემდეგი სტატიარუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური