მთავარისიახლეებისასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის საერთოდ გაუქმების ან არ გაუქმების შემთხვევაში, გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების მხარემ კი პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა. საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ პოლიტიკური დევნის და პირადი შურისძიების მსხვერპლია. უფლებადამცველმა მიუთითა, რომ პოლიტიკოსის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას აქვს ადგილი, თუნდაც იმით, რომ ამ დრომდე ელისაშვილი ყველაზე მაღალი რისკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.

ალეკო ელისაშვილი დღემდე არის ყველაზე მაღალი რისკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არის. აბსოლუტურად განსხვავებულ მოპყრობას აქვს მის მიმართ იმ მოტივით, რომ მოწმეებზე არ მოახდინოს ზემოქმედება. მოწმეები არიან პატრულის და მანდატურის თანამშრომლები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრალდებული წარმოაჩინა ისე, რომ გეგონება მსოფლიოში პირველი ტერორისტია, ბრიფინგები მიუძღვნეს, რის შემდეგაც მას ტერორიზმის ბრალდება წარუდგინეს. ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური საქმიანობის განო არის ამ ყველაფრის მსხვერპლი.

ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე მანდატურის თანამშრომელი დამიზნებულ იარაღს მიუშვერდა შუბლს და საკუთარ სიცოცხლეს შესწირავდა სასამართლოს შენობას. ალეკო ელისაშვილის დემონიზაცია აღრმავებს მოცემულობას, რომ ის არის პოლიტიკური დევნის და პირადი შურისძიების მსხვერპლი პოლიტიკოსი“,- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს.

2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.

სიახლეები

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...

პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს – ჯო უილსონი

ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს, - განცხადება ამის...

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არიან დაშავებულები

თურქეთში არმიის ავიაციის სარდლობის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა . თურქული მედია წერს, რომ შემთხვევა ანკარაში...