მთავარისიახლეებისახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

Published on

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა – ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საანგარიშო პერიოდში თითქმის ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაული გაზრდილია.

კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, 2025 წელს სამოხელეო დანაშაულის 332 ფაქტი დაფიქსირდა. მაშინ როცა, 2024 წელს მათი რაოდენობა 241 იყო.

უფრო კონკრეტულად, შს სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს სამოხელეო დანაშაულის შემთხვევების სტატისტიკა, 2024 წელთან შედარებით, ასეთი იყო:

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები – 205.26%-ით გაიზარდა, დაფიქსირდა – 58 შემთხვევა;
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება – 3.73%-ით გაიზარდა, დაფიქსირდა 139 შემთხვევა;
განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება – 81.25%-ით შემცირდა, დაფიქსირდა 3 შემთხვევა;
სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა – 500%-ით გაიზარდა, დაფიქსირდა 5 შემთხვევა;
ქრთამის აღების ფაქტები – 150%-ით გაიზარდა, დაფიქსირდა 30 შემთხვევა;
ქრთამის მიცემის ფაქტები – 40%-ით გაიზარდა, დაფიქსირდა 7 შემთხვევა;
ზეგავლენით ვაჭრობა – 2 შემთხვევა, 2024 წელსაც 2 შემთხვევა დაფიქსირდა;
სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები – 225%-ით გაიზარდა, დაფიქსირდა 26 შემთხვევა;
სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევები – 31.11%-ით გაიზარდა, დაფიქსირდა 59 შემთხვევა;
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევები – 100%-ით გაიზარდა, დაფიქსირდა 1 შემთხვევა.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...