მთავარისიახლეებისაზოგადოება"გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი "- სტენსილები ზუგდიდის ქუჩებში

“გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი “- სტენსილები ზუგდიდის ქუჩებში

Published on

“გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი “- სტენსილები ზუგდიდის ქუჩებში წუხელ გაჩნდა. მისი ავტორები ის ახალგაზრდები არიან, ვინც სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწესებულ ტარიფებს.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან უკვე ფასიანია. ამან მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ნაწილი ემხრობა ამ გადაწყვეტილებას, ნაწილი კი პირიქით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის” 850 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხა თითქმის სრულად იხარჯება ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასზე.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში 2022 წლის 1 თებერვლიდან მოქმედებს შემდეგი ტარიფები:
▪ საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი;
▪️ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი;
▪️ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი
სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი;
▪️ სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი;
▪️ ერთთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი;
▪️ სამთვიანი ამონიმენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი;
▪️ ექვსთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი;
▪️ ერთწლიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე-70 ლარი;
▪️ ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონიმენტი
(არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20ლარი;
▪️ სამთვიანი საოჯახო აბონიმენტი “მეგობარათი”
(არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35ლარი;
▪️ პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) – 10
ლარი;
▪️ კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) – 15
ლარი;
▪️ ფოტოსესია – 50 ლარი.
🌳🟢🟢ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ:
▪️ ომის მონაწილეები;
▪️ პენსიონრები;
▪️ საპატიო ზუგდიდელები;
▪️ ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული
მოზარდები;
▪️ საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და
მათთან გათანაბრებული პირები;
▪️ ოჯახები, რომელთა
სოციალური სარეიტინგო ქულა არ არემატება 100-000-ს.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...