მთავარიUncategorizedმთელი საქართველო ციხეშია და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა ადმინისტრატორის გარდა.

მთელი საქართველო ციხეშია და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა ადმინისტრატორის გარდა.

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ მთელი საქართველო ციხეშია და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა ადმინისტრატორის გარდა. 

“საქართველო იყო მსოფლიოს N1 რეფორმატორი, ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო, საერთაშორისო გამჭვირვალობის ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით 2004-2012 წლებში.

ჩვენ ახლაც მაღლა ვართ რეიტინგებში, ოღონდ ცოტა განსხვავებულად. მე-7 ადგილი მსოფლიოში 200 ქვეყანას შორის, კოვიდით სიკვდილიანობით სახელოვან სომალისთან, ერაყთან და ომით განადგურებულ ავღანეთთან და სირიასთან ერთად მოწინავე ადგილი გვიჭირავს ევროკავშირში გამქცევთა შორის.

2004-2012 წლების რეიტინგების გამო მე ციხეში ვარ გამოკეტილი, მაგრამ არანაკლებ ციხეშია მთელი საქართველო და ამ ციხიდან უკვე ყველას უნდა გაქცევა ციხის ადმინისტრატორის გარდა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, ევროკავშირის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა,  რომელთა მოსახლეობაც თავშესაფარს ეძებს. მონაცემების თანახმად, 2021 წლის ნოემბერში თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადი საქართველოს 1 680-მა მოქალაქემ შეიტანა. 

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...