მთავარისიახლეებიპოლიტიკარეისი თბილისი-მოსკოვი გაუქმდა - თვითმფრინავს აფრენის საშუალება მოსკოვმა არ...

რეისი თბილისი-მოსკოვი გაუქმდა – თვითმფრინავს აფრენის საშუალება მოსკოვმა არ მისცა.

Published on

 რეისი თბილისი-მოსკოვი რომელიც დღეს, ზუსტად 10:00 საათზე მოსკოვის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, გაუქმდა  – რუსეთმა ქართულ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისს” მოსკოვის მიმართულებით ფრენის შესრულებაზე უარი ბოლო წუთს უთხრა და  თვითმფრინავს აფრენის საშუალება მოსკოვმა არ მისცა. 

როგორც ავიაკომპანიის  დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რეისის    გაუქმების მიზეზად მოსკოვმა  “მედიის მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი” და მათი კომპანიის მიერ დარღვეული პროცედურები დაასახელა.

“აჟიოტაჟი ატყდა ისეთი, რომ ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ჟურნალისტების აქტიურობის გამო, ატყდა აჟიოტაჟი და გაუქმდა, აღარ მოგვცეს ნებართვა რეისის ნებართვა. პროცედურები არ იყო დაცული რაღაც, ამიტომ ნებართვა არ მოვიდა. ჩარტერული რეისი იყო შეკვეთა და ამ რეისს ვასრულებდით, ბორტზე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, თუმცა “, – ამბობს თამაზ გაიაშვილი მთავარი არხის წეთერში 

შეგახსენებთ,  ეს იქნებოდა პირველი ფრენა, რომელიც  3-წლიანი პაუზის შემდეგ უნდა შესრულებულიყო. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა. მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, რასაც სისხლიანი 20 ივნისის ღამე მოჰყვა.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...