მთავარისიახლეებისაზოგადოება43%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI

43%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI

Published on

ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა – 43%, პასუხობს რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

გამოკითხულთა 27%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 21%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.

მთავარ გამოწვევად სახელდება ეკონომიკური სიდუხჭირე. მოსახლეობის უმეტესობა პრობლემად ასახელებს სიღარიბეს, ინფლაციას, ფასების ზრდასა და სამუშაო ადგილებს.

კითხვაზე რომელი ეროვნულო დონის საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხები შემდეგია:

სიღარიბე – 32%
ფასების ზრდა/ინფლაცია – 32%
სამუშაო ადგილები – 29%
ტერიტორიული მთლიანობა – 16%
პენსიები – 13%
განათლება – 11%
ხელფასები – 11%
ხელ. სამედიცინო მომსახურება – 9%
კორონავირუსი – 6%
ადამიანის უფლებები – 4%
კორუფცია – 3%
ნატოში გაწევრიანება – 2%
გარემოს დაცვა – 2%
ევროკავშირში გაწევრიანება – 2%
კრიმინალი – 2%
რუსეთთან ურთიერთობა – 2%
სასამართლო სისტემა – 2%
სხვადასხვა -14%
არ ვიცი – 8%
კვლევის მიხედვით ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

გამოკითხულთა 51% ასევე ფიქრობს რომ მმართველი პარტია ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

მოქალაქეების 52% უკმაყოფილოა მთავრობის საქმიანობით.

უკმაყოფილებას იწვევს ასევე ინსტიტუტების მუშაობაც, მათ შორის მოსახლეობის 35% ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობას უარყოფითად აფასებს, პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოა 46%, ანალოგიური მაჩვენებელი აქვს საქართველოს პარლამენტსაც.

კვლევა 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, ყველა ინტერვიუ სატელეფონო გამოკითხვის
მეთოდით აიღეს, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია. საშუალო ცდომილების ზღვარი
+/- 1.3%-ია.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...