მთავარისიახლეებისამართალიპენსიებისა და ხელფასების მინიმალური რაოდენობის ზრდა შესაძლებელია და გადაუდებელი - როგორია მიხეილ სააკაშვილის...

პენსიებისა და ხელფასების მინიმალური რაოდენობის ზრდა შესაძლებელია და გადაუდებელი – როგორია მიხეილ სააკაშვილის ხედვა

Published on

პენსიებისა და ხელფასების მინიმალური რაოდენობის ზრდა შესაძლებელია და გადაუდებელი – როგორია მიხეილ სააკაშვილის ხედვა ეკონომიკური განვითარების გეგმის მიხედვით, რომელზედაც იგი ციხეში მუშაობს.

სააკაშვილის გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს საწვავის ფასის შემცირება მინიმუმ 80 თეთრით 

პენსიების ზრდა 500-600 ლარამდე,  ხელფასების მინიმალური რაოდენობის ზრდა 1500 ლარამდე

სტუდენტებისთვის სწავლის შესაძლებლობის გაჩენა.

სააკაშვილის გეგმის ეს ნაწილი დღეისათვის  დასრულებული პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა  ჟურნალისტებს გააცნო.   

,,შეხვედრაზე მთავარ საკითხებად განვიხილეთ,  როგორ უნდა მოხდეს საწვავის ფასის  შემცირება – რის შესაძლებლობასაც შექმნის  აქციზის გადასახადის გაუქმება და ლარის გაძლიერება. როგორ უნდა იყოს საქართველოში უზრუნველყოფილი, რომ მინიმალური ანაზღაურება იყოს 1500 ლარიდან. ასევე განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხებოდა პენსიას, რომ შესაძლებელი გახდეს ჩვენ პენსიონერებს ჰქონდეს 500-600 ლარი პენსია  მეოთხე საკითხი ეხებოდა ახალგაზრდებს, როგორ უნდა ჰქონდეთ მათ უზრუნველყოფილი სწავლის შესაძლებლობა” – თქვა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია, გამოცხადდეს ეროვნული მობილიზება, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც მესამე პრეზიდენტის მთავარი გზავნილია “შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები”. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ქვეყნის  ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობს. 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...