მთავარისიახლეებისამართალიდავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით...

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

Published on

2017 წელს ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლემ ვალერიან ბუგინაშვილმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე დამნაშაცედ სცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, სასჯელი ერთიმეოთხედით შემცირდა და საბოლოო სასჯელად 10 წელი და 6 თვე შეეფარდა. 

2001 წელს დაბადებული გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯგუფური განზრახ მკვლელობის ბრალდებით.  ბრალდებული, რომელიც დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო.

ადვოკატი, დავით დადიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...