მთავარიUncategorized"შთამბეჭდავი ცინიზმი" და წამება - ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის რუსთავში გადაყვანას ეხმაურება...

“შთამბეჭდავი ცინიზმი” და წამება – ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის რუსთავში გადაყვანას ეხმაურება და ნინო ლომჯარიას მიმართავს

Published on

წამება და სიცოცხლის უფლების ხელყოფა – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან გატაცებას უკრაინის სახალხო დამცველი.

ლუდმილა დენისოვა საგანგებო მიმართავ ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, სასწრაფოდ მოინახულოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში და შეამოწმოს, ირღვევა თუ არა მისი უფლებები.

ლუდმილა დენისოვა რეაგირებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე უკრაინის საელჩოს საქართველოში.

“შთამბეჭდავი ცინიზმია, თუ რა გზით გაკეთდა ეს” წერს დენისოვა და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს რუსთავში ღამით.

“მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულოს მისი უფლებების შემოწმების მიზნით” წერს დენისოვა.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...