მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონსილიუმის ექიმები: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება კანონდარღვევაა, რადგან  იქ სათანადო მკურნალობა ვერ...

კონსილიუმის ექიმები: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება კანონდარღვევაა, რადგან  იქ სათანადო მკურნალობა ვერ ჩაუტარდება

Published on

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კონსილიუმის ექიმები  აცხადებენ, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება კანონდარღვევაა – რადგან  ციხეში მას სათანადო მკურნალობა ვერ ჩაუტარდება.

როგორც მე ვიცი, ფსიქონევროლოგიური მკურნალობა არ დაწყებულა საერთოდ და მე მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ნაადრევი იქნებოდა ახლა სააკაშვილის რუსთავში გადაყვანა – ამბობს ონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გეგელია 

რაც შეეხება თითონ იმ ადგილობრივ ექიმს, რომელმაც დაწერა ფორმა 100, მე მინდა ჩემი პირადი აზრი გამოვთქვა: ფორმა 100 გაწერა ისე, რომ არ შეატყობინა არც პაციენტს და არცერთ კონსილიუმს, ცოტა უცნაურად გამოიყურებაა.

თუ  ამ დასკვნის დაწერა იძულებით, გარკვეული სტრუქტურების ზეწოლით  მოხდა,  ეს რა თქმა უნდა, ექიმზეა, მას შეუძლია გაასაჯაროოს და ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, – თქვა მედიკოსმა გიორგი გრიგოლიამ. 

სპეცილისტების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას ხელმეორედ გამოაცხადებს, ეს მისთვის დამღუპველი იქნება.

N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის ადვოკატები არიან  შესული, სწორედ მათ უნდა გამოიტანონ ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და  იძალადეს თუ არა მასზე ფიზიკურად რუსთავის ციხეში გადაყვანის დროს –  . 

გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გატაცების შესახებ ამ დრომდე არცერთ შესაბამის უწყებას განმარტებები არ გაუკეთებია.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...