მთავარიUncategorizedგიორგი მარგველაშვილი: მიხეილ სააკაშვილი  პუტინის პატიმარია, მის ინტერესშია მიხეილ სააკაშვილი ქართველების ხელით...

გიორგი მარგველაშვილი: მიხეილ სააკაშვილი  პუტინის პატიმარია, მის ინტერესშია მიხეილ სააკაშვილი ქართველების ხელით იყო გამოკეტილი

Published on

გიორგი მარგველაშვილისა და  მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილი  პუტინის პატიმარია, –  განაცხადა საქართველოს  მეოთხე პრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ. მისი  თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართველების ხელით იყო გამოკეტილი.

ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჩვენი,  როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი მთავარსარდლების,  ვალია გავიზიაროთ აი, ეს ღრმა შეშფოტთბა და ქალბატონ სალომესთან ერთად როგორც ასევე პრეზიდენტთან და ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალთან,  ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ მთელ  ამ დაპირისპირებას, რაც ჩვენს შორის არსებობს, შეიძლება ძალიან მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს ფუნდამენტი და საფუძველი გაერთიანებისა ამ  გამოწვევის წინააღმდეგ.

ამ თვალსაზრისით  ჩემთვის  ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენს საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი და პოლიტიკოსი, არა მარტო საქართველოს კონტექსტში. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ჩვენ უთანხმოებები ერთამნეთთან ან წარსულში, ან მომავალში პუტინის ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...