მთავარისიახლეებიეკონომიკათბილისში პირველი იანვრიდან პარკირების საფასური იცვლება

თბილისში პირველი იანვრიდან პარკირების საფასური იცვლება

Published on

თბილისში პარკირების საფასურის გადახდის წესი იცვლება. მერიის მიერ მომზადებული შესაბამისი დადგენილება საკრებულოში უკვე შესულია და მისი განხილვა მომდევნო კვირაში იგეგმება.

დადგენილების პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსად, პარკირებაზეც სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება.

აბონემენტების ფასები ასეთი იქნება:

  • 1 დღე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში); 
  • 1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 1 თვე – 300 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით);
  • 6 თვე – 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში); 
  • 1 წელი – 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე). 

შეცვლილი ტარიფების ამოქმედება 2022 წლის პირველი იანვრიდან არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ზონალურ-საათობრივი პარკირების წესიც.

სიახლეები

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რა...

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს

პროკურატურა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხავს - საუბარია კაცზე, რომლის თვითმკვლელობის ვერსია...

NYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა | ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST...