მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს'' - აცხადებენ უკრაინელი ადვოკატები

,,მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს” – აცხადებენ უკრაინელი ადვოკატები

Published on

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მისმა  უკრაინელმა ადვოკატებმა  ცოტა ხნის წინ გორის ჰოსპიტალში მოინახულეს.

ჰოსპიტალში შესვლამდე მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი არ არსებობს,

,, არის პოზიტიური დინამიკა სამართლებრივი მუშაობის მიმართულებით უთხრა ჟურნალისტებს ერთერთმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა . მისი თქმით,   ,,ევროსასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველს  ლუდმილა დენისოვას გამოუგზავნა წერილი, რომლითაც  აცნობა, რომ თანახმაა მიხეილ სააკაშვილის საქმეში  მესამე მხარედ.ჩართოს, შესაბამისად, ასევე იქნება გაზიარებული ლუდმილა დენისოვას მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და დასკვნები,  ევროსასამართლოს გადაეგზავნება  როგორც ქართველი,  ასევე უკრაინელი ადვოკატების მიერ მომზადებული დოკუმენტები. მათი გადაგზავნა მოხდება დენისოვას   მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ჩვენ მივმართავთ ევროპულ და მსოფლიო თანამეგობრობას,  რათა  მეტი ყურადღებით შეისწავლონ სააკაშვილის საქმე. ჩვენ  არ ვიზიარებთ პოზიციას,  რომ სააკაშვილი უკანონო ქმედებებში მონაწილეობდა.  – თქვა ადვოკატმა ჰოსპიტალში შესვლამდე.

მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ  კი ადვოკატმა განაცხადა, რომ მას  დაღლილი იერი აქვს, რის გამოც შეხვედრა ხანმოკლე იყო. ,,  ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, მათ შორის არის ადექვატური სამედიცინო დახმარების გაწევა და ყველა იმ პროფილის ექიმი ჩართვა, რომელიც მას სჭირდება” – თქვა მან. 

.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...