0
252

ფილიპინებში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულებს, ტაიფუნმა “რაიმ” გადაუარა. ქარის სიჩქარე დაახლოებით 195 კმ-ს აღწევდა.

BBC -ის ინფორმაციით, დამანგრეველმა ქარიშხლმა 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათობით კი დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ დაანგრია ელექტრო ბოძები, ამოძირკვა ხეები და სამი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

დანგრეულ რეგიონებში ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ ფილიპინებს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა.

წინა სტატიაცენტრი “ემპათია” VI შემაჯამებელი დასკვნის ნაწილს აქვეყნებს
შემდეგი სტატია,,თავისუფლება რუსეთის ტყვეებს! ” – მოძრაობა “სირცხვილია” აქციას აანონსებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური