მთავარისიახლეებისპორტილაშა ტალახაძე ზედიზედ მეხუთედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეხუთედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

Published on

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ქართველმა ძალოსანმა ორჭდის ჯამში 492 კილოგრამი აზიდა და მეორე ადგილზე გასულ სომეხ სპორტსმენს, ვარაზდატ ლალაიანს 35 კილოგრამით აჯობა.

პირველ მოძრაობაში ტალახაძემ ჯერ 210 და 218 კილოგრამები აიტიაცა, მესამე ცდაზე კი 225 კილოგრამი ასწია და ტოკიოს ოლიმპიადაზე დამყარებული თავისივე მსოფლიო რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა. 

აკვრა ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდით – 267 კილოგრამით დაასრულა. ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი აზიდა, რაც ასევე ახალი მსოფლიო რეკორდია.

ამ დროისთვის 28 წლის სპორტსმენი მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონია.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...