მთავარისიახლეებისამართალიდღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება

Published on

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება.

ლელოს“ ლიდერებსა და „ტვ პირველის“ მფლობელის მამას პროკურატურა ედავება ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება”. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას.

სასამართლო პროცესი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. ბრალდებულები ამბობენ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და დანაშაულიც არ არსებობს, რადგან საქმეში არ არის არც ერთი დაზარალებული.

გუშინ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკზე დაწერა: „დღესაც ვამაყობთ, რაც 2008 წელს გავაკეთეთ; გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით “თიბისელი” სამსახურიდან განთავისუფლებას; ახლაც ზუსტად იმავეს გავაკეთებდით; ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...