ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის სერვისები ზუგდიდში [Video]

0
367

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი 2019 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვედეთის მთავრეობის მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო კურირებს. კრიზისული ცენტრის მომსახურება განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლნი არიან. კრიზისული ცენტრი ამ პირებს სთავაზობს, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციასა თუ დახმარებას,სამედიცინო მომსახურებას და ასევე, იურიდიულ კონსულტაციას. 2019 წლიდან ცაიშის კრიზისული ცენტრი 91 ძალადობის მსხვერპლ ქალსა და ბავშვს მოემსახურა, მათ შორის არიან ქალები ოკუპირებული აფხაზეთიდან.
ცაიშის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი ერთადერთია სამეგრელოში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ადამიანები, რომლებიც თავს ძალადობის მსხვერპლად აიდენტიფიცირებენ და საჭიროებენ კრიზის ცენტრის მომსახურებას შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 598 458 813 ან 032 218 360 3.

წინა სტატია,,ძალადობას გამართლება არ აქვს!” – შეხვედრა ზუგდიდში [Video]
შემდეგი სტატიადეკანოზ ილია ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური