მთავარისიახლეებიგენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

Published on

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო ბაზაზე, ბორისოგლებსკზე მიიტანეს იერიში, სადაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები Su-34, Su-35S და Su-30SM იყო განლაგებული – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ავიაბაზა რუსეთის Су-34, Су-35S და Су-30SM ტიპის თვითმფრინავების საბაზო ადგილს წარმოადგენს.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ფრთოსანი ბომბების საწყობს, სასწავლო თვითმფრინავსა და სავარაუდოდ, სხვა თვითმფრინავებსაც დაარტყეს.

“თავდაცვის ძალები აგრძელებენ ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებას, რათა შეამცირონ რუსეთის ოკუპანტების შესაძლებლობები დაარტყან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” – წერია გენშტაბის განცხადებაში.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....