მთავარიUncategorizedრას უპირებს ივანიშვილი იმ მთავრობას, რომელსაც მისი პირადი და უპირველესი ფავორიტი ტოვებს-...

რას უპირებს ივანიშვილი იმ მთავრობას, რომელსაც მისი პირადი და უპირველესი ფავორიტი ტოვებს- პირველი გამოხმაურებები ტიკარაძის გადაგომასთან დაკავშირებით

Published on

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მნისტრის პოსტიდან სულ რაღაც ერთი საათის წინ გადადგა,  მაგრამ მის  ამ გადაწყვეტილებას უკვე მოყვა დიდძალი გამოხმაურება მედიასა და სოციალურ ქსელებში.

ერთი, რაშიც ყველა თანხმდება, არის ის, რომ გადადგომის მიზეზი ღარიბაშვილთან დაპირისპირებაა, რომელიც დიდი ხანია არსებობს, მაგრამ განსაკუთრებით გამწვავდა  მწვანე კოვიდბართის შემოღების შემდეგ, რაც ღარიბაშვილს სჭირდებოდ იმის დასტურად, რომ  მთავრობა კოვიდეპიდემიას წარმატებით ებრძვის. ტიკარაძემ,  როგორც ჩანს, ვერ აიტანა ღარიბაშვილის პოპულისტური განცხადებები და რეალური სიტუაციის  აშკარა მიჩუმათების მოთხოვნა.

თავისი როლი ითამაშა იმანაც, რომ ტიკარაძემ ღარიბაშვილთან შეუთანხმებლად შექმნა სახელმწიფო კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და შემდგომი მკურნალობის ღონისძიებათა განსაზღვრის მიზნით.

,, ტიკარაძის წასვლის მიზეზი ღარიბაშვილია. მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად. ამის გამო არც მადლობას იმსახურებს და არც შექებას. მაგრამ ფაქტის აღიარებას, რომ სწორად მოიქცა – იმსახურებს

იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის – იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი.  სამ ცდაში გამოიცანით, რას უპირებს ივანიშვილი იმ მთავრობას, რომელსაც მისი პირადი და უპირველესი ფავორიტი ტოვებს.ხოდა, ეგ რომ არ შეგვიძლია და ახლა დავღლიცინობთ უაზროდ, იმიტომაც არ არსებობს ამ ქვეყანაში გადადგომის ტრადიცია და იმიტომაც გონია ყველას მაღალი თანამდებობიდან წასვლა თუ გათავისუფლება, ქვეყნის დასასრული, სირცხვილი, სასჯელი, დაქცევა და უბედურება.ps ოღონდ, ახალ წელს თუ ტიკარაძე იქნა ჯანდაცვის მინისტრი და ღარიბაშვილი რობოტი პეპერის გზას გაუყენა, არ გამიკვირდება”წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეკა ტიკარაძის გადადგომასთან  დაკავშირებით.

 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...