მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა -პროკურორი

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა -პროკურორი

Published on

პროკურორი აცხადებს, რომ დადგენილი ჰყავთ პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში საქართველოში წამოსასვლელად ეხმარებოდა. აღნიშნულ საკითხზე მან სასამართლო პროცესის წინ ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული პიროვნება ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი მაღალჩინოსანია.

“ფაქტი ერთია, ადამიანი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველში. რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენად გამოკვლეულია, მტკიცებულებებით რამდენად დგინდება საიდან წამოვიდა და რა მიმართულებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალურადაა დადგენილი მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა, და ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში”, – თქვა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესია ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ დაესწრება. მის პოზიციას პროცესზე ადვოკატები გაახმოვანებენ, რომლებიც სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...