მთავარიUncategorized,,საქართველოს მეგობრები ამერიკაში შეძრწუნებულები არიან იმით, რასაც ხედავდნენ, ეს ეხება მიხეილ...

,,საქართველოს მეგობრები ამერიკაში შეძრწუნებულები არიან იმით, რასაც ხედავდნენ, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასაც ”- დენიელ ფრიდი

Published on

“საქართველო შორდება თავის მეგობრებს და ეს ვლადიმერ პუტინს აწყობს,”- ამის შესახებ  ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბრობს. 

უცხოელი დიპლომატი საქართველოში რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველომ აჩვენოს, რომ მომავალი აქვს და პოსტსაბჭოთა ავტოკრატიაში გახვეული არ არის.

,,საქართველოს მეგობრები ამერიკაში, რომელთა რიცხვიც უზარმაზარია საგარეო ურთიერთობათა წრეებში, შეძრწუნებულები არიან იმით, რასაც საქართველოში გასული წლის განმავლობაში ხედავდნენ. მათ შორის სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის დაკავებასაც. საქართველო შორდება თავის მეგობრებს და ვის აწყობს ეს? ალბათ პუტინს, იმიტომ, რომ ამას საქართველოს იზოლაციამდე მივყავართ. ევროპელები, რომლებსაც ყოველთვის შერეული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსადმი, ახლა ამბობენ, “ჩვენ რატომ უნდა გვადარდებდეს ეს”.

საქართველოს სჭირდება მოიკრიბოს პოლიტიკური კაპიტალი და ეს შეუძლია იმით, რომ დაუბრუნდეს რეფორმების გზას. არ მაინტერესებს ამას “ქართული ოცნება” გააკეთებს, “ნაციონალური მოძრაობა” თუ ვინმე სხვა. საქართველოს სჭირდება იმის ჩვენება, რომ მას აქვს მომავალი და არაა გახვეული პოსტსაბჭოთა ავტოკრატიაში, საითაც ბევრის აზრით, ქვეყანა მიექანება, – თქვა დენიელ ფრიდმა.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...