მთავარიUncategorized"ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ...

“ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ ხვალ იყოს სასამართლოში” – ნიკოლოზ ყიფშიძე

Published on

“ბატონი პრეზიდენტი ელოდება ხვალინდელ დღეს მოუთმენლად. ხვალ, თვითონ იხილავთ ალბათ, ყველა, როგორ არის […] ჯანმრთელობის მდგომაროება ხელს უწყობს იმას, რომ ხვალ იყოს სასამართლოში”, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ცოტა ხნის წინ, გორის ჰოსტიპლის დატოვების შემდეგ.

რაც შეეხება გიორგი ჩალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის პალატასთან მდგარი მანქანის შესახებ, “რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს“, ყიფშიძემ განაცხადა, რომ ფაქტს ვერც უარყოფს,  ვერ დაადასტურებს, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი გამოსხივება არა თუ სააკაშვილისთვის, არამედ ყველასთვის საშიშია.

ხვალ, 29 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. აქციის პარალელურად ოპოზიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია დააანონსა. იქამდე, თავად სააკაშვილმა მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა. ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა იუსტიციის სამინისტრო მას საკუთარ სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალებას.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...