მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბადრაგი არ უნდა ერეოდეს სამედიცინო პროცესში და არ უნდა წყვეტდეს, ვინ...

,,ბადრაგი არ უნდა ერეოდეს სამედიცინო პროცესში და არ უნდა წყვეტდეს, ვინ შევა, ვინ გამოვა”- მარიამ ჯიშკარიანი

Published on

გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, ,,მიხეილ სააკაშვილს ფანჯარასთან მისვლის და, მით უმეტეს, გამოღების უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ფანჯარას მჭიდრო გისოსები აქვს.  ბადრაგი ესწრება სამედიცინო პროცედურებსაც, რაც პაციენტისთვის დაუშვებელია”

,, ბადრაგი არ უნდა ერეოდეს სამედიცინო პროცესში და არ უნდა წყვეტდეს, ვინ შევა, ვინ გამოვა” – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საუბრობს. ცნობილი ხდება, რომ ცენტრმა პენიტენციური დაწესებულებისგან მიიღო თანხმობა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთოს. 

მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ექსპერტიზის ამოცანა იქნება, შეფასდეს ის ზიანი, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას მიადგა.

 მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმსა და ადვოკატებს მასთან შესვლის შესაძლებლობა 24-საათიან რეჟიმში უნდა ჰქონდეთ და ამას ბადრაგი არ უნდა აკონტროლებდეს.

“ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტროს ნებართვა უნდა ჭრიდეს იქაც, ვინაიდან პატიმარი ეკუთვნის იუსტიციის სამინისტროს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ წასვლას. ექსპერტიზა გრძელდება და ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ექსპერტიზის ამოცანა იქნება იმ ზიანის შეფასება, რაც მიადგა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად.

ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ ყოველდღიური, 24 სათიანი რეჟიმში შესვლის საშუალება, ასევე მის მკურნალ ექიმს. სამედიცინო პროცესში არ უნდა ერეოდეს ბადრაგი და არ უნდა წყვეტდეს, ვინ შევა, ვინ გამოვა”,-თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...