მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფის მიყენება, წვრილმანი ხულიგნობა - შსს-მ 46 პირი დააკავა

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფის მიყენება, წვრილმანი ხულიგნობა – შსს-მ 46 პირი დააკავა

Published on

საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან შსს-მ 46 პირი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისთვის დააკავა. 

ვაჟა სირაძის განცხადებით, იმ ადგილებში, სადაც დემონსტრანტები გასცდნენ კონსტიტუციით დაშვებულ ფარგლებს, პოლიციამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. სირაძე ამბობს, რომ დემონსტრანტები ცდილობდნენ სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირებას, რაც დაუშვებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 

„როგორც მოგეხსენებათ, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელის ბლოკირება. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, რომ ეს არის კანონის დარღვევა, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან არსებულ ვითარებაზე, მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და არ გაეგრძელებინათ კანონის დარღვევა. ამ დროისთვის დაკავებულია 46 პირი ადმინისტრაციულად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ასევე პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის,“- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ერთობლივი საპროტესტო აქციები პარალელურად გაიმართა ვაჟა ფშაველას გამზირზე, ე.წ. მოდუულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. სამი დეპუტატი ითხოვდა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას, მაგრამ მან შეხვედრაზე უარი თქვა. 

 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...