მთავარისიახლეები40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესე იგი, სხვა...

40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესე იგი, სხვა რაღაცაშია საქმე – მდინარაძე

Published on

„ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანი და ასეც უნდა იყოს, დიდი ხანიც იცოცხლებს, კარგადაც იქნება და მის ჯანმრთლობასა და სიცოცხლეს არაფერი დაემუქრება. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი დაშვებისა და სიტყვების თქმას. შესაბამისად, ეს ადამიანი ჯანმრთელადაც იქნება, კარგადაც იქნება – მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ამის საფუძველს, მათ შორის, ისიც მაძლევს, რომ ის დღეს კარგად არის, როგორც გვეუბნებიან. სასაცილო მდგომარეობა იქნება ის, რომ კიდევ ჯანმრთელად და კარგად იქნება. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესე იგი, სხვა რაღაცაშია საქმე. არ უნდა მოატყუო ხალხს, რომ თითქოს მე ან ვინმე პირიქით ვლაპარაკობთ მისი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე და მის სიცოცხლეზე – ვსაუბრობდით, რომ კარგად იქნება,“- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არ გამოვა იმ ტრენდის დამკვიდრება, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ წევრებს „სისხლის სამართლის დამნაშავესა და კრიმინალზე პატივისცემით ლაპარაკს სთხოვენ“.

„რაც შეეხება ლექსიკას, მეორე მხრიდან მოდის ზიზღის, სიძულვილის ენა, ტყუილები, ყოველდღიური ამორალური „ფეიკები“ და თქვენ ჩვენ გვეკითხებით და მოგვიწოდებთ ახლა, რომ სიყვარულით ვილაპარაკოთ 2012 წლამდე იმ ჯალათური რეჟიმის შემოქმედებზე?! სისხლის სამართლის დამნაშავესა და კრიმინალზე ვილაპარაკოთ პატივისცემით ?! ანუ ამ ტრენდის დამკვიდრება გინდათ ? ადამიანები იმ პერიოდში იხოცებოდნენ მათი შეკვეთით, ადამიანებს იმ პერიოდში, ქალებს და მამაკაცებს, აუპატიურებდნენ მათი შეკვეთით, ეს კადრები ხომ ყველას ნანახი გაქვთ და ახლა თქვენ გვაიძულებთ და მოგვიწოდებთ, პატივისცემით ველაპარაკოთ ამ ყველაფრის ავტორებს?! ეს არ გამოვა ასე! მაგრამ ვილაპარაკებთ სიმართლეს და გთხოვთ, პირიქით ნუ შეატრიალებთ და ტყუილებს ნუ დაგვაბრალებთ, თორემ პატივისცემით მიხეილ სააკაშვილზე ვერასდროს ვერ ვილაპარაკებთ,“- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ის 41-ე დღეს ელოდება იმისთვის, რომ სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდეს მოშიმშილე სააკაშვილი. მისი თქმით, ადამიანს შეუძლია საკვების გარეშე 40 დღე გაძლოს, თუმცა, ის ელოდება, რომ 41- ე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი იქნება.

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...