მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა, ყველა უბნის ხმების ხელახლა გადათვლას მოვითხოვთ - ანა...

ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა, ყველა უბნის ხმების ხელახლა გადათვლას მოვითხოვთ – ანა წითლიძე

Published on

ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერი, პარლამენტის წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდში მერობის კანდიდატების ხმებს შორის სხვაობა, ცესკოს მონაცემებით, დაახლოებით 1.200 ხმაა “ოცნების’ კანდიდატის სასარგებლოდ, დაახლოებით ამდენივეა გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა ზუგდიდში, ამიტომ ჯერ ბრძოლა დასრულებული არ არის, რადგან ოპოზიცია მოითხოვს ყველა უბნის ოქმების ხელახლა გადათვლას და ასევე, გაბათილებული ბიულეტენების გადახედვას.

შეგახსენებთ, სტატიის გამოქვეყნების დროისთვის (02:40), ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის ოლქში დათვლილია უბნების 94,4%, 109 უბნიდან 103 უბნის მონაცემების მიხედვით, ენმ-ის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ მიიღო 24.130 ხმა (48,4%), ხოლო “ოცნების” კანდიდატმა მამუკა წოწერიამ 25.707 ხმა (51,5%).

“არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენი ბრძოლა ჯერაც წინაა და იმ პირობებში, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს, ჩვენი და იმ მოქალაქეების, რომლებიც მოატყუეს, უფლებაა, რომ მშვიდად, წყნარად, გამოვიდეს და გააპროტესტოს ეს მიტაცებული არჩევნები ქუჩაში”, – თქვა ანა წითლიძემ “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას საგანგებო ეთერში.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...