მთავარისიახლეებიქვეყანაში თავდაცვის სისტემა უნდა გაძლიერდეს,გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის...

ქვეყანაში თავდაცვის სისტემა უნდა გაძლიერდეს,გამარჯვების შემთხვევაში, მერია წვევამდელების ჯარში გაწვევაზე უარს იტყვის – ნიკა მელია

Published on

თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უარს იტყვის იმ ახალგაზრდების ჯარში გაწვევაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობებთან დაცვის ფუნქციას ასრულებენ. ამ ინიციატივის შესახებ მელიამ მთავარ არხზე ისაუბრა.

მელიას თქმით, ქალაქის მერია ამით არ უნდა იყოს დაკავებული.

“თავდაცვის სამინისტრო ჯარში იწვევს წვევამდელებს, მაგრამ სინამდვილეში კარისკაცებად და დარაჯებად აყენებს მოდულის და სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან ახალგაზრდებს. ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტებს, მათ შორის დედაქალაქის მერიას ანუ თბილისის მერიას და სხვადასხვა გამგეობებს. მე თავად ვიყავი გამგებელი და ვერცერთი დღე ვერ ვხვდებოდი, რა მთაწმინდის გამგეობის საქმე იყო, ახალგაზრდა ადამიანი მოიყვანო გამგეობაში, სტრესის ქვეშ ამყოფო, განცხადება დააწერინო და შემდეგ ეს ადამიანი გადააგზავნო რომელიღაც სამინისტროში”, – თქვა მელიამ.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში თავდაცვის სისტემა უნდა გაძლიერდეს, თუმცა მელიას თქმითვე, ეს მუნიციპალიტეტის საქმე არ არის.

“დედაქალაქის მერია და გამგეობები არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას. ჩვენი გამარჯვებისთანავე, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მოდულის შენობასთან​კარისკაცებად და დარაჯებად ბატონ გომელაურს ახალგაზრდებს აღარ დავუყენებთ, არც ამ ხელისუფლებას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და არც არსად”, – ამბობს მელია.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...