მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ლომჯარია უკრაინელი ომბუდსმენის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნინო ლომჯარია უკრაინელი ომბუდსმენის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published on

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უკრაინელი ომბუდსმენის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ფაქტით შეშფოთებულია.

სახალხო დამცველის განცხადებით, მსგავსი ფაქტები ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და დემოკრატული ქვეყნებისთვის მიუღებელია.

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვა საქართველოში შემოსვლისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიდააყოვნეს. ამის შესახებ მან განცხადება თავად გააკეთა.”საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უფლებადამცველის და მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით. მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.

მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია არაერთი უცხოელი პირის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ მათთვის არ განუმარტავთ უარის თქმის მიზეზები. საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს ხსენებული შემთხვევების შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას”,-ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა თბილისში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, ასევე მიხეილ სააკაშვილის  მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...