მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიდევ არიან მოქმედი ძალოვნები, რომლებიც თანამდებობის დატოვებას აპირებენ - თენგიზ გუნავა

კიდევ არიან მოქმედი ძალოვნები, რომლებიც თანამდებობის დატოვებას აპირებენ – თენგიზ გუნავა

Published on

“კიდევ გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე მოქმედ პოლიციის მაღალჩინოსანზე, რომლებიც თანამდებობის დატოვებას პროტესტის ნიშნად აპირებენ”, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, პოლიციის ოფიცერმა თენგიზ გუნავამ განაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს შსს გენინსპექციის უფროსის მოადგილემ, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ჭაბუკა რაფავამ პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა და ამ ნაბიჯით სოლიდარობა გამოუცხადა ყოფილ ძალოვნებს, რომელთა მიმართ, ბოლო დღეებში ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო.

ასევე, შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ხელისუფლებამ ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა დააკავა: ოჯახის წევრების განცხადებით, სახლში სპეცრაზმელები შეიჭრნენ და რაფავას იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს, რის შემდეგაც ის დააკავეს.

ოპოზიცია მიიჩნევბს, რომ დაკავების მიზეზი, სინამდვილეში, რაფავას ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობაა: ის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, მონაწილეობდა 14 ოქტომბერს თბილისში გამართულ აქციაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ღიად უჭერდა მხარს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებულ ოპოზიციას.

ამავე დღეს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი დარჩიაშვილი. მისი ადვოკატის, ვახო იაშვილის განცხადებით, მას სახლში მისულმა პოლიციელებმა უთხრეს, რომ “პატივს სცემდნენ” და ამიტომ “ნარკოტიკის ჩადებას არ აკადრებდნენ, ამიტომ მხოლოდ ავტომატის ტყვიები “უპოვეს”.

შეგახსენებთ, ჭაბუკა რაფავამდე პროტესტის ნიშნად თანამდებობა ანაკლიის სასაზღვრო სადგურის ხელმძღვანელმაც დატოვა.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...