მთავარისიახლეებისაზოგადოებამსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანადგომა გამოხატა, ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა

მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანადგომა გამოხატა, ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა

Published on

თეოლოგი გოჩა ბარნოვი მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ბართლომემ მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანადგომა გამოხატა. გარდა ამისა, ბარნოვის თქმით, მსოფლიო პატრიარქმა მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.

 

თეოლოგი მსოფლიო პატრიარქს კონსტანტინოპოლში შევხდა.

“პატრიარქი, ყოველად უწმინდესი იყო ინფორმირებული როგორც პოლიტიკური პროცესებით საქართველოში, იმიტომ, რომ ის ადევნებს თვალს ყველა ქვეყანაში რა ხდება, ასევე საეკლესიოც, მაგრამ ის პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.

მან იცის საქართველოში რა ხდება, იცის ეს პროცესები რაც ახლა მიდის და სხვათაშორის, მინდა ვთქვა, მან განაცხადა, რომ წმინდა ადამიანური გადასახედიდან, პოზიციიდან, ის თანაგრძნობას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მას უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებას. ეს ჩვენ გვითხრა, მაგრამ წმინდა ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე”, – თქვა გოჩა ბარნოვმა. 

მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქმა იკითხა, რა ხდებოდა უკრაინის ავტოკეფალიასთან მიმართებაში საქართველოს ეკლესიაში.

სიახლეები

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა და წყალკურთხევის...

CNN-ირანში აქციებზე დაკავებული ერფან სოლთანი ცოცხალია და ოჯახის წევრებს შეხვდა

CNN წერს, რომ ირანში აქციაზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლთანი სიკვდილით დასჯის შიშების ფონზე...

უკრაინა ომის დასრულების საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებებს დავოსში გააგრძელებს

უკრაინის წარმომადგენელმა რუსტემ უმეროვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის ოფიციალურ...