მთავარისიახლეებიCNN-ირანში აქციებზე დაკავებული ერფან სოლთანი ცოცხალია და ოჯახის წევრებს შეხვდა

CNN-ირანში აქციებზე დაკავებული ერფან სოლთანი ცოცხალია და ოჯახის წევრებს შეხვდა

Published on

CNN წერს, რომ ირანში აქციაზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლთანი სიკვდილით დასჯის შიშების ფონზე ცოცხალია, ფიზიკურად ჯანმრთელია და მას საკუთარ ოჯახთან შეხვედრის უფლება მისცეს. სოლთანს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია, Hengaw-ის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

როგორც CNN-თან საუბრისას სოლთანის ნათესავმა თქვა, ირანში მცხოვრები ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ ისინი სოლთანს შეხვდნენ. Hengaw-ის წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ სოლთანი ცოცხალია და ფიზიკურად ჯანმრთელია.

ცნობისთვის, სასამართლოს მიხედვით, სოლთანის “ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასთან დაპირისპირებასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ აქტივობებში ედება ბრალი”. თუმცა, აღნიშნული ბრალდება, დამტკიცების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.

მანამდე, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერფან სოლთანის რეჟიმმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Hengaw-ზე დაყრდნობით ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრი (IHRDC) წერს, რომ რეჟიმის წარმომადგენლებმა სოლთანის ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს და შეატყობინეს, რომ სასჯელის სისრულეში მოყვანა 14 იანვარს იგეგმებოდა.

ადამიანის უფლებათა აქტივისტების ახალი ამბების სააგენტოს (HRANA) ინფორმაციით, დღემდე ირანში აქციებზე 24 000 ადამიანი დააკავეს.

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე 15 დღის განმავლობაში, გრძელდება.

სიახლეები

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...

ელენე ხოშტარია – ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში

ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ...