მთავარისიახლეებისამართალიშსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირის დაკავების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირის დაკავების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

Published on

შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირის დაკავების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.]

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, 18 ოქტომბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი – 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს. – ნაღქვამია შსს განცხადებაში

გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ.- მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ, ა.შ.- ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, მიღებული დაზიანებების შედეგად ა.შ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ.ლ.-მ შემთხვევის ადგილი ბ.ხ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რა დროსაც ბ.ხ.-ს მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბინის ჩხრეკის დაწყებამდე ბ.ლ. მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ.-ს მეგობრის, ლ.რ.-ის ბინის ჩხრეკა განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა. პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო. ბ.ხ.-ს მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა, გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს. პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბ.ხ.-ს დაკავებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა ბინის მეპატრონე – ლ.რ.-მ. პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის იგი ადგილზე იქნა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარების მუხლით აქვს წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.

ლევან რაჯაევს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკულო საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

შსს-ს ცნობით, სწორედ ბ.ლ.-მ ესროლა რამდენჯერმე გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ანასტასია შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სიახლეები

აფეთქება ჩელიაბინსკში: 9 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კოპეისკში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, –...

კახეთში ცოლ-ქმარი სოკოთი მოიწამლა, კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა

კახეთში, სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი მძიმე ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა...

ახალი კანონმდებლობა მუშაობს, რადიკალებმა ქუჩა ვერ გადაკეტეს – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გამკაცრდა აქციებისა და მანიფესტაციების დროს...

ტრამპი-პუტინის შეხვედრა გაუქმებულია, უდიდესი რუსული ნავთობკომპანიები – დასანქცირებული

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს თქვა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა, რის პარალელურადაც...