მთავარისიახლეებიდღეიდან "ის გირჩელი ბავში ვიცე მერი" აღარ ვარ - ცოტნე კობერიძე

დღეიდან “ის გირჩელი ბავში ვიცე მერი” აღარ ვარ – ცოტნე კობერიძე

Published on

ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა. აღმოჩნდა, რომ თბილისის ვიცე-მეტრობის კანდიდატი არა ცოტნე კობერიძე იქნება, არამედ ზურა გირჩი ჯაფარიძე. ამ თემაზე განმარტება კობერიძემ სოციალურ ქსელში გააკეთა:
“მეგობრებო, ვიცე მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთნონ, ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა როგორც ვიცე მერობის ნადიდატი ჩემზე კარგად იზავს.
ჩემთვის უპირველესი ამოცანაა ქართული ოცნების დამარცხება, თუ თბილისი კალაძემ წააგო გარდაუალი მგონია რეჟიმის ჩამოშლა.
მადლობა იმ ადამინებს ვინც მხარში მედგა, ვინც მენდო, მომისმინა, ვინც მიუხედავად ჩემი ასაკისა ჩემ ნაფიქრებს სცა პატივი და ჩემ ლანძღვის მოდას ასაკის გამო არ აყვა.
განსაკუთრებული მადლობა მათ ვინც პრაიმერისში მხარი დამიჭირა, ჩემი კამპანიის ხემძღვანელს ნინა საჯაიას და ფანდრაიზერ კატო ზაქარეიშვილს.
ბოდიში მათ ვისაც
ამ ნაბიჯით იმედები გავუცრუე ვინც ჩემში ინვესტიცია ჩადო და არ გავუმართლე, ბოდიში ასევე მედიას რომელსაც დღეს კომენტარების დროს ვერ გავუმხილე რომ უკვე ჩემი პოზიცია ზურას დავუთმე, გასაჯაროებას საღამომდე მოვერიდე.
ყველაფერი ის რასაც ვსაუბრობდი, ჩემი ეთიკის და იდეოლოგიის ნაწილია, მე ვიცე მერი ვიქნები, ვიცე პრემიერი, ლექტორი, აქტივისტი თუ მაღაზიის კონსულტანტი მაინც ამ იდეებზე ვისაუბრებ და მაინც შევეცდები ადამიანების დარწმუნებას რომ თავისუფლებაზე სწორი წამალი დღეს არსებული პრობლემების მოგვარების არ არსებობს. ეთერებშიც ხაზს ვუსვამდი რომ ჩემთვის რიგალიას თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს.
უკანასკნელი ორი თვის განმალობაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ყველა ახალგაზრდა ვთხოვ არ მოერიდოს პოლიტიკაში ჩართვას, ზოგადად არაფრის არ მოერიდოს, არ დაელოდოს დროის გასვლას.
ახლა მთავარია კალაძე დამარცხდეს, იმედია ჩემი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ წვლილს შევიტან.
დღეიდან “ის გირჩელი ბავში ვიცე მერი” აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს.
დროებით.” – წერს ცოტნე კობერიძე

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...