მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატი წულუკიანის გასაგონად განმარტავს, რომ სააკაშვილი შიმშილობს არა იმიტომ, რომ ჩვენ...

ადვოკატი წულუკიანის გასაგონად განმარტავს, რომ სააკაშვილი შიმშილობს არა იმიტომ, რომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, ან ამაზე ვილაპარაკოთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ციხიდან ბრძოლის უკანასკნელი ინსტრუმენტია მის ხელში

Published on

თეა წულუკიანმა დღეს უნებლიედ აღიარა.რომ მთელი საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის შიმშილზე საუბრობს. თუმცა იქვე ჩვეული ცინიზმით განაცხადა, რომ მოშიმშილე პატიმარს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაში ხელს უშლის მუდმივი საუბარი მისი პროტესტის ამ ფორმაზე.

,, როდესაც მთელი საზოგადოება პატიმრის შიმშილზე საუბრობს და ამით ცდილობენ, გვაცხოვრონ, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მოცემული პატიმრის უფლებებს, რომ მან თავისუფლად გადაწყვიტოს, როდის შეწყვიტოს შიმშილი, რაც, იმედი მაქვს, მალე დადგება“ – თქვა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

მინისტრს დაუყოვნებლივ უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა

,,მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა განპირობებულია არა იმით, რომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ, ან ამაზე ვილაპარაკოთ, არამედ იმით, რომ ეს ციხიდან ბრძოლის უკანასკნელი ინსტრუმენტია მის ხელში. მესამე პრეზიდეტმა დაკავების მომენტიდან გამოაცხადა შიმშილობა და ის ძალიან მყარად იყო ჩამოყალიბებული ამ პოზიციაზე.” -განაცხადა ადვოკატმა

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მე-13 დღეა. მისი მდგომარეობა კი ადვოკატების ინფორმაციით, უკვე შესამჩნევად გაუარესდა.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...