ნანგრევებიდან ადამიანთა ხმა ისმის, შსს დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას აზუსტებს – ვითარება ბათუმში

0
337

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევის ადგილას, სავარაუდოდ, ნანგრევებში მოყოლილი მცხოვრებლების ხმა ისმის, რომლებიც შველას ითხოვენ, – ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები მედიასთან საუბრობენ.

მედიის ცნობით, რაც ამ დროისთვის შეიძლება დაზუსტებით ითქვას, ისაა, რომ ნანგრევებიდან მინიმუმ, ერთი ახალგაზრდა ადამიანის ხმა ისმის. როგორც ეზოს, ასევე ქუჩის მხრიდან, ნანგრევებში მოყოლილია რამდენიმე მანქანა. ერთერთ ასეთ მანქანაში ორ წლამდე ბავშვი იჯდა, ის მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია ასევე კიდევ ერთი ბავშვის ნანგრევებიდან ამოყვანის შესახებ.

ბათუმში, ნანგრევებიდან ბავშვის ამოყვანის შემდეგ, მაშველებს ტაში დაუკრეს

ამავე დროს, შსს ადგილზე აგრძელებს საძიებო-სამაშველო სამუშაოებს, როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან ცოცხალი ძალის მობილიზება ხდება.

“ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამ დროისთვის არაა ცნობილი ნგრევის გამომწვევი მიზეზი, სახელდება რამდენიმე ვერსია: გაზის აფეთქება, სარემონტო სამუშაოები, გზის მშენებლობით გამოწვეული ვიბრაცია. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსი ავარიული არ იყო და მისი ჩამონგრევა არ უკავშირდება მიმდინარე სამუშაოებს.

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა, ნანგრევებში ბავშვია მოყოლილი

წინა სტატიაივანიშვილის სასახლის მიმდებარე კედელზე დატოვებული წარწერა “თავისუფლება მიშას” წაშალეს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები: ოცნება ისევ ვერ ადასტურებს, რომ EU-ს პირობების შესრულება შეუძლია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური