ბათუმში, ნანგრევებიდან ბავშვის ამოყვანის შემდეგ, მაშველებს ტაში დაუკრეს

0
336

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევები კორპუსთან გაჩერებულ მანქანას დაეცა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. ის მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული.

შემთხვევის ადგილზე მყოფი მოსახლეობა ოვაციითა და ტაშით შეხვდა ნანგრევებიდან ბავშვის ამოყვანას. მაშველებმა გვერდითი კორპუსიდან მოხუცი ქალი სპეცამწით ჩამოიყვანეს, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

ჯერჯერობით არაა დაზუსტებული, არიან თუ არა მოყოლილი კორპუსის ნანგრევებში ადგილობრივი მცხოვრებლები.

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა, ნანგრევებში ბავშვია მოყოლილი

წინა სტატიაბათუმში კორპუსი ჩამოინგრა, ნანგრევებში ბავშვია მოყოლილი
შემდეგი სტატიამიშა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა, მოიკრიბე ძალა და ენერგია – მიხეილ სააკაშვილს მამა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური