ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა, ნანგრევებში ბავშვია მოყოლილი

0
426

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი – ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ კორპუსთან ახლოს მდგარ ავტომობილს, სადაც პატარა ბავშვი იჯდა, ნანგრევები დაეცა და ქვეშ მოიყოლა. ამ წუთებში ბავშვი მანქანიდან ამოჰყავთ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ფეხი აქვს დაზიანებული და რამდენიმე სხვა სახის დაზიანებაც აღენიშნება.

საცხოვრებელი კორპუსი, ადგილობრივთა თქმით, ძველია. მათივე თქმით, ჯერ აფეთქების ხმა გაიგონეს, რასაც შემდეგ ნგრევა მოჰყვა. სავარაუდოდ, კორპუსის ერთერთ ბინაში გაზი აფეთქდა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო და სახანძრო სამსახურები.

წინა სტატიაზუგდიდის ქუჩებში სტენსილი “თავისუფლება მიშას” გაჩნდა
შემდეგი სტატიაბათუმში, ნანგრევებიდან ბავშვის ამოყვანის შემდეგ, მაშველებს ტაში დაუკრეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური