შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა [Video]

0
520

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა პირველკურსელებთან შეხვედრა შექმნილი ეპიდსიტუაციის შესაბამისად დაგეგმა და მათ საკონფერენციო დარბაზში უმასპინძლა. უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და იმ სიახლეებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც უნივერსიტეტი ახორციელებს და რომლის უშუალო მონაწილეები სტუდენტები არიან.
“უნივერსიტეტმა ახალი ელექტრონული პლატფორმებიტ, სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის გაუმჯობესებული სისტემით და ახალი შეთავაზებებით გაუხსნა კარი პირველკურსელებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი პროექტები : რურდის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტის მისიას და სტრატეგიას რეგიონის განვითარებაში და ამ პროექტში სტუდენტების ჩართულობას და ასევე ბავშვთა ფსიქოლოგიური ცენტრი, სადაც სტუდენტები მიიღებენ უშუალო მონაწილეობას”- განაცხადა თეონა ხუფენიამ.
შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს ჰიბრიდული მეთოდით სწავლებას სთავაზობს. უნივერსიტეტს წელს საბაკალავრო პროგრამებზე 250 პირვეკლურსელი ყავს.

წინა სტატიამოკითხვა, დალოცვა და თხოვნა, შეწყვიტოს შიმშილობა – პატრიარქის გზავნილი მესამე პრეზიდენტს
შემდეგი სტატიასააკაშვილმა მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ – მიქაელ ბოტკოველი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური