მთავარისიახლეები"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

Published on

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს – ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელს აუცილებლად უნდა გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რადგან ჟურნალისტი ციხეში მხედველობის დაკარგვის ზღვარზეა.

პრაღის სამოქალაქო საზოგადოება წერს, რომ მზია ამაღლობელის საქმეებზე პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

“საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა გაჩუმდეს” – ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტი და ორი მედიასაშუალებსი დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 6 თვის წინ დააკავეს და დღემდე წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. 38 დღიანი შიმშილობის შემდეგ, მისი ჯანმრთელობა გაუარესდა.

მზია ახლა მხედველობის დაკარგვის ზღვარზეა.

პროგრესირებადი დაავადების გამო, მზიას მხედველობა კრიტიკულად გაუარესდა, რის გამოც ერთ თვალში თიტქსმი ბრმაა, მეორეში კი მხედველობა დაქვეითებული აქვს. თუმცა თებერვლიდან მოყოლებული არანაირი მკურნალობა არ მიუღია.

მისმა ადვოკატმა, მაია მწარიშვილმა სასამართლსო განუცხადა რომ მისი სამედიცინო დოკუმენტებსი თანახმად, სატანადო მკურნალობის შემთხვევაში, მზიას მხედველობის შენარჩუნება შეეძლო.

ჟურნალისტს აჯამად 7 წლამდე თავისუფლებსი აღკვეთა ემუქრება იმ პოლიციელებისთის სილის გაწვნის გამო, რომელიც მას სიტყვიერად შეურაცხყოფდა.

ეს არ არის ერთადერთი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესი.

ეს ასახავს საქართველოს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის საგანგაშო ზრდას – აგენტების შესახებ კანონიდან, ჟურნალისტებსი წინააღმდეგ ძალადობის ესკალაციამდე.

ჩვენ მოვითხოვთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და სათანადო სამედიცინო დახმარებას. საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა გაჩუმდეს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...