მთავარისიახლეებისამართალიპატიმრობაში მყოფი ორი პოლკოვნიკი სააკაშვილს მხარს უჭერს და მასთან ერთად შიმშილობას იწყებს

პატიმრობაში მყოფი ორი პოლკოვნიკი სააკაშვილს მხარს უჭერს და მასთან ერთად შიმშილობას იწყებს

Published on

პატიმრობაში მყოფი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ფირცხალავა და პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და მასთან ერთად შიმშილობას იწყებენ.

“მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში ირაკლი ფირცხალავამ ეს გადაწყვეტილება გაახმიანა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, ისევ ქვეყნისთვის ბრძოლის წინახაზზე ყოფნა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად.

“ომის ვეტერანი პოლიციის პოლკოვნიკები, პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვეები, გიორგი ცააძე და ირაკლი ფირცხალავა, სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ვიწყებთ მასთან ერთად შიმშილობას.

საქართველო არ იმსახურებს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც კრიმინალებს უდგამს ძეგლს ხოლო კანონიერ ქურდ ლავასოღლის, ხსნის ბორკილებს, ესკორტით აცილებს ევროპაში და იმავე ბორკილებს ადებს თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელ პრეზიდენტს”,- განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

შეგახსენებთ, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

“მესმის თქვენი ხმა საკანში” – მიხეილ სააკაშვილი ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...