მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდი: ანზორ მელია - 48,1%; მამუკა წოწერია - 40% - ცესკოს მონაცემები...

ზუგდიდი: ანზორ მელია – 48,1%; მამუკა წოწერია – 40% – ცესკოს მონაცემები 08:00 საათზე

Published on

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში არსებული 109 უბნიდან, 3 ოქტომბრის დილის 8 საათისთვის დათვლილია 46, ანუ, უბნების 42%.

ზუგდიდის მერის არჩევნებში ლიდერობს ენმ-ს მერობის კანდიდატი ანზორ მელია. მას დათვლილი უბნებიდან მიღებული ხმების 48,1% აქვს მიღებული.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას, ამ დროის მონაცემებით, ხმების 40% აქვს მიღებული.

გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა გეგა შენგელიამ 08:00 საათის მონაცემებით, 10,9% მიიღო.

ცესკოს ვებგვერდზე მონაცემები პროპორციული შედეგებით, საქართველოს მასშტაბითაც ატვირთულია:

ცესკოს მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” 43%-ზე მეტი ხმა მიიღო / დათვლილია უბნების 39%

სიახლეები

სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს...

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...

უნგრეთი “პოტენციური უკრაინული საფრთხისგან” თავის დასაცავად ჯარს განათავსებს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარისკაცებს და ტექნიკას განათავსებს, რათა მნიშვნელოვანი...

ქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით,...