მთავარისიახლეებიკახა კუჭავამ კანონი დაარღვია და საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალით მივიდა

კახა კუჭავამ კანონი დაარღვია და საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალით მივიდა

Published on

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ამ დრომდე საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. კორძაიას თქმით, სამწუხაროა, რომ პირველ რიგში, დარღვევების მაგალითი პარლამენტის თავმჯდომარემ აჩვენა.

როგორც მან აღნიშნა, კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალით მივიდა და ეთერში განაცხადა, თუ ვის მისცა ხმა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ დარღვევების მაგალითი საქართველოს მოქალაქეებს აჩვენა პარლამენტის თავმჯდომარემ და იგი მივიდა საარჩევნო უბანზე სააგიტაციო მასალით – პირბადით, სადაც მისი პარტიის ნომერი იყო მითითებული და ასევე, სატელევიზიო ეთერშიც განაცხადა, რომ 41-ს მისცა ხმა დაა სამწუხაროა, რომ ამას პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს. 99-ე უბანზე იგივე ქმედება განახორციელა პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელმა”, – თქვა კორძაიამ.

კორძაია ამბობს, რომ ბევრი დარღვევა გამოვლინდა ვაკის ოლქშიც, სადაც ბიულეტენები ხარვეზით იყო მიტანილი.

“ბევრი პრობლემა გამოვლინდა ვაკის ოლქში, სადაც ბიულეტენები იყო ხარვეზით მიტანილი. 36-ე უბანზე შეჩერდა კენჭისყრა, სანამ არ გამოსწორდა ხარვეზი. მსგავსი პრობლემები იყო 39-ე, 44-ე, 58-ე, მე-60, 74-ე უბნებზე. მოვუწოდებ ცესკოს, რომ მის მიერ არასათანადოდ დაგეგმილი ხარვეზები დროულად გამოასწოროს”, – ამბობს კორძაია.

რაც შეეხება ისნის ოლქს, მისი შეფასებით, ამ ოლქში საგანგაშო ვითარებაა.

“ისნის საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთოდ არ მიაწოდა საუბნო საარჩევნო კომისიებს კოვიდუბნების სიები და შესაბამისად, არის რისკი, რომ ადამიანები, რომლებიც კოვიდუბნებზე არიან სიაში და არ აქვთ ეს მონაცემები ძირითად უბანს, ორჯერ მისცენ ხმა, რაც ასევე საგანგაშოა და იმის წინაპირობაა, რომ შესაძლოა არჩევნების პროცესში იყოს გაყალბება, ამის კონკრეტული მაგალითია მე-60 უბანზე”, – თქვა კორძაიამ და აღნიშნა, რომ გლდანში მმართველი გუნდის მხრიდან მხარდამჭერების მობილიზებაა დაა მასობრივად ირღვევა 100 მეტრიანი დისტანცია.

კორძაიამ არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდა.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს.

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...